Legend.My1.ru შაბათი, 18.05.2024, 20:21
მოგესალმები სტუმარი | RSS
შესვლის ფორმა

საიტის მენიუ

ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ საიტის დიზაინი?
სულ პასუხი: 91

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთვლელები

მთავარი » ფაილები » მეფე-მთავართა სიები

ერთიანი საქართველოს მეფეები
31.01.2011, 18:41
საქართველოს გაერთიანების პროცესი VIII საუკუნიდან მოყოლებული არ შეწყვეტილა და 978-1001 წლებში ბაგრატ III-ს მიერ იქნა დაგვირგვინებული. დავით IV აღნაშენებელმა კახეთ-ჰერეთი (1104წ.) და თბილისიც (1122წ.) შემოიერთა და ამით ქართული მიწენის შეკრება დასრულდა. XII საუკუნეში საქართველო წინა აზიის უძლიერესი სახელმწიფო იყო, მისი ტერიტორია მთელს ამიერ და იმიერკავკასიას მოიცავდა. ერთაინი საქართველოს მეფეები: ბაგრატ III კურაპალატი გიორგი I ბაგრატ IV კურაპალატი გიორგი II კურაპალატი დავით IV აღმაშენებელი დემეტრე I დავით V გიორგი III თამარი გიორგი IV ლაშა რუსუდანი დავით VI ნარინი დავით VII ულუ 975-1014 1014-1027 1027-1072 1072-1089 1089-1125 1125-1155 1155-1156 1156-1184 1184-1209 1209-1222 1222-1245 1245-1258 1247-1258 1225 წლიდან საქართველომ განიცადა ჯერ ჯალალ-ედ-დინის, შემდეგ მონღოლთა თავდასხმები. 1242 წლიდან საქართველო მონღოლთა ვასალი გახდა. 1247 წელს მონღოლებმა ერთდროულად ორი მეფე დაამტკიცეს საქართველოს ტახტზე: რუსუდანის ზე დავით VI ნარინი და ლაშა-გიორგის ძე დავით VII ულუ. 1258 წელს ნარინი აუჯანყდა მონღოლებს და დასავლეთ საქართველოში გაიქცა, ამრიგად საქართველო ორად გაიყო. აღმოსავლეთ საქართველოს მეფეები: დავით VII ულუ დემეტრე II თავდადებული ვახტანგ II დავით VIII 1258-1270 1270-1289 1289-1293 1293-1311 1299 წლიდან დავით VIII მთიულეთშია გაქცეული, ხოლო მონღოლებმა მის ადგილზე დასვეს ზედიზედ სამი მეფე: გიორგი V (პირველად) ვახტანგ III გიორგი VI მცირე 1299-1300 1302-1308 1308-1314 1314 წელს თბილისის ტახტზე ხელმეორედ ადის გიორგი V ბრწყინვალედ წოდებული, მან 1329 წელს შეიერთა დასავლეთ საქართველო, 1334 წელს სამცხე და 1335 წელს საბოლოოდ განდევნა მონღოლები. ერთიანი საქართველოს მეფეები: გიორგი V ბრწყინვალე დავით IX ბაგრატ V დიდი გიორგი VII კონსტანტინე I ალექსანდრე I დიდი ვახტანგ IV გიორგი VIII 1314-1346 1346-1359 1359-1393 1393-1407 1407-1411 1411-1442 1442-1446 1446-1466 XV საუკინის შუა წლებში თემურლენგისა და ''შავბატკნიანთა'' შემოსევების შედეგად დასუსტებული საქართველო კვლავ დაიშალა სამეფო სამთავროებად. 1453 წელს გიორგი VIII-ს გადაუდგა სამცხის მთავარი ყვარყვარე II და დამოუკიდებლობა გამოაცხადა, 1463 წელს იმერეთში გამეფდა გიორგის ბიძაშვილი ბაგრატ VI და ეს ქვეყანაც გამოეყო ერთიან საქართველოს. 1465-ში ყვარყვარემ ბრძოლაში დაამარცხა და დაატყვევა გიორგი VIII. მომდევნო 1466 წელს ბაგრატ VI-მ დაიკავა ქართლიც, ხოლო ტყვეობიდან გამოხსნილმა გიორგი VIII-მ კახეთი დაიკავა და კახეთის სამეფო დააარსა. მალე 1478 წელს მოკვდა ქართლ-იმერეთის მეფე ბაგრატ VI და ქართლში გამეფდა გიორგი VIII-ის ძმისშვილი კონსტანტინე დემეტრეს ძე (II), ხოლო იმერეთში კი ბაგრატ VI-ის ძე ალექსანდრე I. 1478-1484 წლებში ბრძოლა მიდიოდა ალექსანდრესა და კონსტანტინეს შორის იმერეთის ტახტისთვის, გაიმარჯვა ალექსანდრემ. 1491 წელს საქართველოს მეფე-მთავრებმა სცნეს ერთმანეთის დამოუკიდებლობა და საზღვრებიც დაადგინეს.
კატეგორია: მეფე-მთავართა სიები | დაამატა: temukaa2
ნანახია: 3189 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა

Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz