Legend.My1.ru კვირა, 22.06.2025, 07:44
მოგესალმები სტუმარი | RSS
შესვლის ფორმა

საიტის მენიუ

ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ საიტის დიზაინი?
სულ პასუხი: 91

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთვლელები

მთავარი » ფაილები » მეფე-მთავართა სიები

იბერიის სამეფო
31.01.2011, 18:35
ჯერ კიდევ ძვ.წ.VII-VI საუკუნეებიდან ქართლ-კახეთის ტერიტორიაზე ყალიბდება ტომთა გაერთიანებები. ხოლო უკვე IV საუკუნისთვის მცხეთაში ზის ქართლის მამასახლისი. ძვ.წ. 329 წელს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე იბერიის სამეფო ჩამოყალიბდა, მისი დამაარსებელი იყო ფარსმანი (გვიანდელ წყაროებში ფარნავაზის სახელით ცნობილი). ფარნავაზმა თავისი მეფობის პერიოდში მთელი საქართველო გააერთიანა. იგი ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელია: ფარნავაზიანთა დინასტია: ფარნავაზი (ფარსმანი) საურმაგI მირდატ I ნებროთიანი ფარნაჯომი 329-264 264-230 230-185 185-170 არტაშესიანთა დინასტია: არშაკ I არტაგ I ბარტომ I მირდატ II არშაკ II არტაგ II 170-145 145-143 143-125 125-110 110-95 95-60 ძვ.წ. დაახლ. 60 წლისთვის იბერიის სამეფო ორად გაიყო, არმაზის სამეფოდ (მტკვრის სამხრეთით) და მცხეთის სამეფოდ (მტკვრის ჩრდილოეთით): არმაზის სამეფო (ატრაშესიანთა დინასტია): ქართამ I კაოსი ქართამ II არმაზელი არტაგ III 60-30 30-20 ძვ.წ.20-ა.წ.5 5-25 მცხეთის სამეფო (არშაკიანთა დინასტია): ბარტომ II ფარსმან I არშაკ III მირდატ III 60-40 40-25 ძვ.წ.25-ა.წ.5 5-25 ა.წ.25 წლისთვის იბერია კვლავ გააერთიანა მირდატ III-მ. ერთიანი იბერიის მეფეები - კვლავ არშაკიანები: მირდატ III ფარსმან II მირდატ IV ფლავიუს დადე მირდატ V ფარსმან III ქველი ქსეფარნუგი ფარსმან IV ამაზასპი 25-35 35-68 68-76 76-120 120-170 170-200 200-230 230-265 სასანიანთა დინასტია: რევ მართალი (ჰორმიზდაკი) მირიანი წმ. ბაკურ I მირდატ VI ასფაგური (ვარაზ-ბაკური) 265-285 285-335 335-355 355-364 364-368 368 წელს იბერია ორად გაიყო ირანის და რომის ხელქვეით მხარეებად. რომს დარჩა კლარჯეთი ჯავახეთი და ქვემო ქართლის ნაწილი. იქ მეფობდნენ: საურმაგ II ბუზმირ I ბუზმირ II 368-380 380-406 406-430 ხოლო ირანის ხელქვეით ნაწილში (მცხეთა და ძირითადი იბერია) მეფობდნენ: ასფაგური (ვარაზ-ბაკური) ბაკურ II ფარსმან V მირდატ VII არჩილი 368-385 385-396 396-412 412-429 429-434 დაახლოებით 430-440 წლებისთვის მცხეთელმა მეფეებმა კვლავ გააერთიანეს იბერია. მირდატ VIII ვახტანგ I გორგასალი დაჩი უჯარმელი ბაკურ III ფარსმან VI გურგენი ძამანარსე ფარსმან VII 434-449 449-494 494-506 506-512 512-519 519-523 523-535 535-537 ძვ.წ. III საუკუნის ბოლოს იბერიამ დაკარგა კონტროლი დასავლეთ საქართველოზე, ძვ.წ. 170 წლისთვის იბერია სომხეთის სამეფოს გავლენის ქვეშ მოექცა - გამეფდა სომხეთის მეფის არტაშეს I-ის ძე არშაკი (არტაშესიანთა დინასტია) სომხეთზე დამოკიდებულება არტაგ II-ის ხანამდე გაგრძელდა. ძვ.წ. 65 წლიდან იბერია რომის ''მოკავშირე და მეგობარი'' ხდება. მალე ძველი ფარნავაზიანთა დინასტიის შთამომავალმა ბარტომმა დაიბრუნა მცხეთის ტახტი თუმცა მთელ იბერიას ვერ დაეპატრონა (იბერიის გაყოფა მცხეთის და არმაზის სამეფოებად). იბერიის სამეფოს ხელახალი გაძლიერება იწყება მირდატ III-ის დროიდან, მან გააერთიანა ქვეყანა, ხოლო მისი შვილი ფარსმან II სომხეთშიც გაბატონდა. სომხეთის იბერიელი მმართვე-ლები არიან: მირდატი (ფარსმან II-ის ძმა) 36-51 რადამისტი (ფარსმან II-ის ძე) 51-54, 56-59 შემდეგ იბერია კიდევ უფრო ძლიერდება, ფარსმან ქველი შიშის ზარს სცემდა მთელს წინა აზიას, მან ირანის დედაქალაქი კტესიფონიც კი აიღო. III საუკუნის შუა ხნებიდან იბერია სასანიდური ირანის გავლენის ქვეშ ექცევა. 265 წელს ირანის შაჰმა შაბურ I-მა არშაკიანთა დინასტია დაამხო და მცხეთის ტახტზე თავისი შვილიშვილი რევ მართალი დასვა. აქედან იწყება სასანიანთა დინასტია. 298 წელს იბერია კვლავ ჩამოშორდა სპარსეთს და რომის იმპერიის მფარველობაში შევიდა. მირიან მეფის დროს 318 წელს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად ცხადდება. 368-429 წლებში იბერიიდან დროებით ისევ გამოეყო ქვემო ქართლის ნაწილი კლარჯეთი და ჯავახეთი. ვხატანგ I გორგასალმა 458 წელს დააარსა ქალაქი თბილისი, რომელიც 502 წელს იბერიის დედაქალაქი ხდება. V საუკუნიდან კვლავ შეიმჩნევა სპარსეთის მომძლავრება, 523 წლიდან იბერია მისი მოხარკე ხდება. ხოლო 537 წელს ირანის შაჰმა ხოსრო I-მა საბოლოოდ გააუქმა მეფობა და იბერია ირანის პროვინციად აქცია. p.s. ყველა თარიღი არის მიახლოებითი.
კატეგორია: მეფე-მთავართა სიები | დაამატა: temukaa2
ნანახია: 1562 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა

Copyright MyCorp © 2025Free site builder - uCoz