ეს სამეფო არსებობდა ძვ.წ.XII-VIII საუკუნეებში, მისი ტერიტორია მოიცავდა ჭოროხის აუზსა და შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროებს. მის დედაქალაქად იხსენიება ზუა. დიაოხის მეფეებიდან ცნობილია:
სიენი
ასია
უტუფურსი
დაახლ.ძვ.წ.1120-1100წწ.
დაახლ.ძვ.წ.850-825წწ.
დაახლ.ძვ.წ.810-770წწ.
სიენი და ასია ებრძოდნენ ასურეთის მეფეებს: ტიგლათფილესერI-სა და სალმანასარIII-ს, ხოლო უტუფურსი ურარტუს მეფეებს მენუასა და არგიშთიI-ს. ძვ.წ.755 წლისათვის ურარტუს მიერ დასუსტებული დიაოხი დაიპყრო კოლხას სამეფომ. ძვ.წ.VII საუკუნის 1-ნახევრიდან VI საუკუნის 90-იან წლებამდე არსებობდა დიაოხის ტრადიციათა მემკვიდრე სპერის სამეფო.